აქცია შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

 

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ლგბტ საქართველო“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ მხადაჭერით აწყობს აქციას თბილისში, ვარდების მოედანზე, რომლის დროსაც აქციის მონაწილენი პატივს მიაგებენ შიდსისგან გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას და სიმბოლურად ჰაერში წითელ საჰაერო ნათურებს გაუშვებენ. მოხდება საზოგადოების ინფორმირება აივ/შიდსისგან თავდაცვის საშუალებებზე. დარიგდება საინფორმაციო და თავდაცვის საშუალებები.
ღონისძიება გაიმართება 2011 წლის 1 დეკემბერს, 19:00-დან 20:30 საათამდე, ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედანზე, საკონცერტო სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 1 დეკემბერს. ამ დღეს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთიანდება, რათა პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, აღნიშნოს მიღწეული წარმატებები ეპიდემიასთან ბრძოლაში და დაადასტუროს საკუთარი მზაობა მის აღმოსაფხვრელად.

   

დაწერე რას ფიქრობ