ახალი წლის მიგებება საინგილოში 1887წ.

 

ახალი წლის მიგებება საინგილოში: “ინგილოების სოფელში ატყდა თოფის სროლა, ხმაურობა, ძაღლების ყეფა. მთელი სოფელი ხმად გადაიქცა. რა ამბავია? ნუთუ ლეკის შემოსევამა და სისხლის ღვრამ ასტეხა ესრეთი ღრიანცელი?- არა, ინგილონი არაფერს შეუშინებია, ისინი ეგებებიან შობას. ინგილოები ერთმანეთს მკლავზე შემოუტარებენ ძაფს, გაკვანძავენ. ამ ძაფს აბამენ ყოველ ჭურჭელს. ეს ძაფი მოგვაგონებს რგოლსა, რომელიც ძველადგანვე ცნობილია, როგორც სიმბოლო ღვთის დაუსაბამობისა და ერთარსებისა. ამ ჩვეულებით ინგილო გამოთქვამს სურვილს, რომ დაუსაბამო ღმერთმა ყველა ოჯახის წევრი და ყოველივე მათი ქონება ახალ წელიწადს შეინახოს მთლიანად, დაუზიანებლად და დაურღვევლად. ძაფის რგოლს ისინი 3 დღეში იხსნიდნენ. მერე დაამზადებენ ხონჩს: დააწყობენ ზედ პურებსა, ნაზუქებსა, დასდგამენ ჯამით თაფლსა, ერბოსა, ღვინოსა, ბამბის წითელს და თეთრს ძაფებსა და სახლის უფალთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. უფროსი ვაზის ძირში დაჰკლავს წითელ ფრთოსან მამალსა, ფრთებს მოჰგლეჯავს, ვაზზედ მიაკრავს და იტყვის: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.”
მოსე ჯანაშვილი, გაზეთი “ივერია” 1887
რა არის ახალი წარსულში?

ახალი წლის მიგებება საინგილოში 1887წ.
არქიმანდრიტი პიმენის მიმართ ოპერრწმუნებულ ჭაბუკიანის ბრალდება 1936წ.
დეკანოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის სასამართლოზე დაკითხვის მასალა 1923წ
ვანო მერაბიშვილის დანიშვნაზე 2004წ
მოხსენება პატრიარქ ეფრემ II-ს ეკლესიათა დარბევაზე 1965წ
საინტერესო დოკუმენტი რელიგიის საქმეთა რწმუნებულის არქივიდან 1962წ.
გრიგოლ ფერაძის სიტყვა ლოზანის კონფერენციაზე 1927წ
ერთი სტატია 1879 წელის გაზეთ დროებიდან ‎
სატისტიკური დოკუმენტი არქივიდან… 1963წ

   

დაწერე რას ფიქრობ