ბეთქილ შუკვანი ოლიმპიადაზე სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტა
“ქართული ოცნება” ხელისუფლებას ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, 23 წლის ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა თითქმის გარანტირებული ოქროს მედალი დაკარგა. ბეთქილი აპირებდა, რომ თავისი გამარჯვება “ქართული ოცნებისთვის” მიეძღვნა. „ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მისი ამ განწყობის შესახებ. ჯერ კიდევ თვითმფრინავში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და გია უდესიანმა მას აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. უდესიანმა “მეგობრული რჩევა” მისცა, “ქართული ოცნებისადმი” მხარდაჭერა არ გამოეხატა და არ გაჰკარებოდა არავის, ვინც “ქართულ ოცნებას” უკავშირდებოდა» – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
“მოგვიანებით სასტუმროში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გია უდესიანი 10 კაცთან ერთად გარეთ მელოდებოდა. სიტუაციის გამძაფრებას მოვერიდე, ფანჯრიდან გადავხტი და ასე დავტოვე იქაურობა. სამშობლოში დაბრუნებაში კი, იქ მყოფი ჩემი ახლობლები დამეხმარნენ”,- განაცხადა ბეთქილ შუკვანმა.














ფანჯრიდან რომ გადახტა რატომ ტვინიც არ დაასხა სადაც დახტა