გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას დედამ ჩააბარა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკავეს გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წ.დ ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წ.დ ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.
“დაურეკა პოლიციას და უთხრა მე ვარ აგერ, დამნაშავე, გბარდებით. დედაჩემის გვერდით ვდგევარ. ჩემი ხელით ჩავაბარე ჩემი შვილი” – აცხადებს დაკავებული ბექა ცობეხიას დედა.

   

დაწერე რას ფიქრობ