ვითომ მარტო საქართველოში?

ერთი პერიოდი იყო, როცა ყველა საქართველოს ავკარგიანობას განიხილავდა თავის ბლოგებზე თუ უბრალოდ კომენტარებში… აი ეს ბოლო 1 კვირაა თითქმის ყველგან სადაც არ უნდა შევიდე საქართველოს აკრიტიკებს და აკნინებს!
რაც ძალიან გულზე მხვდება. ადამიანს თუ თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდა, ცუდიც უნდა თქვას და კარგიც. მაგრამ მე ვფიქრობ არც ამის თქმა არ უნდა შეეძლოს ყველას! ყველას ილიაობა უ(გვი)ნდა, ყველა ვითომ (ვ)ფიქრობ(თ)ს საქართველოს ბედ-იღბალზე თუმცა ქუჩაში ძირს დაგდებულ ნაგავს, რომ დავინახავთ სულ ცალფეხზე ვიკიდებთ, “ერთი ამის დედაც …. რისთვის არიან მეეზოვეები? აიღონ იმათ” არ გავა ნახევარი საათი და კომპიუტერთან დავიწყებთ საქართველოს გადარჩენის გზებზე მსჯელობას! აი, სადაა ჩვენი პრობლემა! ვფიქრობთ ერთს და ვაკეთებთ მეორეს!
პ.ს ილიასნაირი მეორე არ დაიბადება ამ ქვეყნად!
კიდევ ერთი მინდა ავღნიშნო…, ყველა ასეთი ტიპის პოსტში შევხვდებით წინადადების საწყისებს, “მხოლოდ საქართველოში”, “მარტო ქართველი” და ათასი ამდაგვარი სიტყვების თამაშით აწყობილ წინადადებებს და შემდეგ მოყოლებულ საქართველოსა თუ ქართველების გამათახსირებელ სიტყვებს!
მათ, დამწერებს კი ვეტყვი გაჩერდით! ისევე როგორც ბევრი წამალია ადამიანისთვის დამღუპველი ასევეა კრიტიკაც! ჩვენ ვინ ვართ, რომ ის საქართველო გავაკრიტიკოთ, რომელმაც ამდენი უბედურების შემდეგ ეროვნულობა და რელიგია არ დაკარგა! რომ გავიძახით საქართველოში გაჭირვებააო, აქ როგორ უნდა ვიცხოვროთო, წავიდეთ უცხოეთშიო… ავროპა და ამერიკაოო… აბა ერთი წამით შეწყვიტეთ ამ პოსტის კითხვა, ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ თუ თქვენს მიერ გათახსირებული საქართველო როგორი “დიადია”! ამით იმის თქმა მინდა, რომ რასაც ვხედავთ და გვესმის ყველაფერი ისე არაა! ბევრი მინახავს საქართველოდან გაქცეული და შემნდეგ იქიდან ტირილით ჩამოსული!
აქვე გეტყვით, რომ
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეფე ფარნავაზი დაიბადა, რომელმაც ქართული დამწერლობა გვაჩუქა!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უფლის კვართი ინახება!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველოწდებულებმა იქადაგეს ქრისტიანობა!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალი მეფე თამარი მეფობდა და მისი მეფობის პერიოდს დღესაც ოქროს ხანას ვუწოდებთ!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვახტანგის, დავით კურაპალატის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალისა და ერეკლე II-ის ნაირი მეფეები მეფობდნენ!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 1 /10-ზე ბრძოლობდნენ(სულ)
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედა ცხრა ძმა ხერხეულიძეს ზრდიდა და სამასი არაგვაელი უშიშრად მიდიოდა მრავალათასიანი მტრის წინაშე!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვეფხისტყაოსანი იქმნებოდა შოთა რუსთაველის მიერ!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სულხან-საბადან დაწყებული გამსახურდიათი დამთავრებული მწერლები ფარნავაზის მიერ შექმნილი ანბანით საქართველოს ლიტერატურულ ცოხვრებას ამდიდრებდნენ, საკუთარი მარგალიტებით!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვაჟა ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი” დაწერა!
საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ილია ჭავჭავაძე დაიბადა!
კდიევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ აღარ დავწერ! იმიტომ რომ თქვენ ჩემზე მეტი იცით!
პ.ს.ს უბრალოდ გეტყვით, რომ გვეყო!













