მეფე არტური,მრგვალი მაგიდა და ცხრა რაინდი

5 თვის წინ ავტორი კატეგორია მეცნიერება და ა.შ.
 

« წარმოსახვითი საზოგადოება» ასე ჰქვია მიშელ პასტუროს მდიდრულად დასურათებულ ლამაზ წიგნს რომელიც მან მიუძღვნა მრგვალი მაგიდის რაინდებს ისეთებს როგორებიც ისინი აღწერილები არიან არტურის რომანებში.

მეფე არტური :

შუა საუკუნეებში ყველა დარწმუნებული იყო მეფე არტურის არსებობაში.
დღეს ისტორიკოსები უფრო სკეპტიკოსები არიან,მაგრამ მეფე არტურის შესახებ ბოლო დროს გამოქვეყნებული ყველა წიგნი იღებს გამოწვევას.

თუ კი მეფე არტური რეალურად არსებობდა ის უნდა ყოფილიყო ბრეტონთა ბელადი რომელიც მეხუთე საუკუნის ბოლოს წინააღმდეგობას უწევდა საქსთა წინსვლას ბრეტანში (დღევანდელი დიდი ბრიტანეთი). ისტორიული დოკუმენტები ადასტურებენ რეალობას ბრძოლისა რომლის დროსაც ბრეტონებმა უკუაგდეს საქსები და მოიგეს 30-წლიანი სიმშვიდე. მაგრამ საქსებმა შემდეგ განაახლეს წინსვლა და შეტევა და ბრეტონების ნაწილი შეკეტეს შოტლანდიის,უელსის და კორნუელის მთებში. სხვა ბრეტონებმა გადასცურეს ზღვა და ისინი დამკვიდრდნენ არმორიკში, საფრანგეთის ბრეტანში. ბრეტონთა ის წარმატებული ბრძოლა იქნებ არის მთა ბადონის ბრძოლა,რომლის წარმატებაც შემდეგ მიეწერა ბრეტონთა მეფე თუ ჰერცოგ არტურს? ამაში არაფერია შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის დამადასტურებელი საბუთი. VI-XII საუკუნის დასაწყისის ნაწერები არასრულია, წინააღმდეგობნრივია და ბუნდოვანია.

1189 წელს განაცხადეს რომ გლასტონბერიში,ინგლისში იპოვეს მეფე არტურის საფლავი. მაგრამ ეს მონაგონია, ტყუილია. XII საუკუნის ინგლისის მეფეებს, 1066 წელს ჰასტინგსთან ანგლო-საქსთა დამამარცხებელი ნორმანი ვილჰელმ დამპყრობელის შთამომავლებს, სურდათ იმავე მტრების დამამარ-
ცხებელი ბრეტონი მეფის სახელის, ხსოვნის მითვისება.

ეხლა დავაკვირდეთ 1130-1134 წლებში დაწერილ გოდფურუა დე მონმუტის ,ნაშრომს «ბრიტანეთის მეფეების ისტორია». ავტორმა შეკრიბა ძველი,ხშირად მონაგონი მოთხრობები. არტური იქ გადაიქცა დიდებულ, დამპყრობელ, საქსთა და რომაელთა დამამარცხებელ მეფედ. საქსებს და რომაელებს ის კონტინენტზე დაუპირისპირდა. სწორედ კონტინენტზე ექსპედიციის დროს შეიტყო მეფე არტურმა მისი ვაჟიშვილი მორდრედის ვერაგობისა და ღალატის შესახებ. მორდრედმა ხელში ჩაიგდო არტურის სამეფო გვირგვინი და მისი მეუღლე გენივრა. ბრეტანში დაბრუნებისას მეფე არტური ბრძოლაში დაამარცხებს მორდრედს . მორდრედი მოკლულია, მაგრამ არტურიც სასიკვდილოდაა დაჭრილი. მისი გვამი გადაასვენეს ავალონის კუნძულზე საიდანაც ის ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაბრუნდეს. ეს ლამაზი ისტორიაა, მაგრამ ეს არაა ისტორია. და განა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია რაინდების წარმოსახვის ჩვენი ისტორიისთვის?

ეს ისტორია დაწერილია ლათინურად და რაინდები მას ნამდვილად არ კით-
ხულობენ; მაგრამ რაინდებს უყვებიან ამ ისტორიას და ის სწრაფად ხდება პოპულარული, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საფრანგეთში. სწორედ ამიტომ თარგმნა გოდფრუა დე მონმუტის თხზულება ხალხურ ენაზე ნორმანმა პოეტმა Wace-მ მისი დაწერიდან 20 წლის ძლივს გასვლის შემდეგ. ესაა «ბრუტუსის რომანი». Wace-ს მოაქვს ზოგი ახალი ელემენტი : სწორედ მან შემოიტანა მრგვალი მაგიდის თემა. შემდეგ მოდის « რომანის» გამომგონებელი. სახელით რომანი აღნიშნავენ მოთხრობას ხალხურ ენაზე, «რომანულზე»,ესე იგი ფრანგულზე,იმდროინდელ ფრანგულზე, რა თქმა უნდა. იმ დროს რაინდები კითხულობდნენ სალაპარაკო ენაზე. მათ არ იცოდნენ ლათინური და კითხულობდნენ ფრანგულად. კრეტიენ დე ტრუას თხზულებებიდან გამომდინარე სხვა რომანები განავითარებენ მრგვალი მაგიდის რაინდების (ლანსლო,გოვენი,
ივენი, პერსევალი, და შემდეგ ტრისტანი) თავგადასავლებს. მეფე არტური იშლება.ის მუდამ არის ისტორიის ცენტრში, რაინდები ყოველთვის ახსენებენ მას, მაგრამ ის გადაიქცა ერთგვარ საპატიო მეფედ.

მრგვალი მაგიდა :

მრგვალი მაგიდა პირველ რიგში არის მრგვალი ავეჯი. Wace-მ შემოიყვანა მეფე არტურის ისტორიაში ჯადოსანი მერლინის პერსონაჟი და აქცია ის მრგვალი მაგიდის ერთგვარ გამომგონებლად. მაგიდა წილად ერგო ლეოდეგანს რომელმაც ის აჩუქა თავის სიძე მეფე არტურს. მეფე არტური კი მაგიდას იყენებდა მასთან მსხდომთა თანასწორობის შესანარჩუნებლად. სწორკუთხა მაგიდასთან არიან მეფის გვერდით მსხდომნი და მეფის პირისპირ მსხდომნი,ისევე როგორც ისინი ვინც სხედან მაგიდის ბოლოს. ყველა დავობს ერთმანეთთან მეფის გვარდით ჯდომის პატივის გულისთვის. ამ ჭინჭყლით გადაღლილმა მეფე არტურმა ყველა შეარიგა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ ყველა თანასწორია და თვითონ მეფეც არ ჯობნის არავის. მაგრამ ამ მაგიდას აქვს სხვა მნიშვნელობაც. ისაა მსოფლიოს სიმბოლო და მას უსხდებიან მთელი მსოფლიოდან მოსული რაინდები.

მრგვალი მაგიდა მართლაც თავისებურად არსებობდა. ეს რა თქმა უნდა ლეგენდაა, ისევე როგორც მეფე არტურის ისტორია. მაგრამ უნდოდათ მრგვალი მაგიდის იმიტაცია, « მრგვალმაგიდობანას» თამაში. ასე მოხდა რომ მე-13 საუკუნის ბოლოს მრგვალი მაგიდა გააკეთეს ვინჩესტერში, ინგლისში.

მაგრამ მრგვალი მაგიდა არაა მხოლოდ ავეჯი.ეს შეიძლება იყოს ტურნირიც, სადაც ყოველი რაინდი ერკინება ერთ ან ზედიზედ მრავალ მოწინააღმ-
დეგეს. « მრგვალი მაგიდა» აღნიშნავს აგრეთვე დარბაზს,შენობას სადაც იკრიბებიან რაინდები,მეფე არტურის ლეგენდარულ რაინდები, მაგრამ აგრეთვე მათი მიმბაძველები. Iნგლისის მეფე ედუარდ III-მ მოინდომა «მრგვალი მაგიდის ორდენის» დაარსება და 1344 წელს ააშენა დიდი მრგვალი დარბაზი სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ამ ორდენის რაინდები. ბოლო დროინდელი არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ამ მრგვალი მაგიდის საფუძვლები (მისი მშენებლობა დაუმ-
თავრებელი დარჩა).

მრგვალი მაგიდის რაინდთა რაოდენობა არ ყოფილა დადგენილი,მაგრამ ყველაზე ხშირად ახსენებენ 150 რაინდს. მეფე არტურის სამსახურში მდგარი ყველა რაინდი იყო მრგვალი მაგიდის რაინდი. კრეტიენ დე ტრუას რომანებში ლანსლო თუ პერსევალი მათ მიერ დამარცხებულ რაინდებს აყენებდნენ მეფის სამსახურში. მრგვალი მაგიდა,მაშ, იგივდება მეფე არტურის კართან. არტურულ რომანებში ითვლიან დაახლოებით 250 რაინდს. ედუარდ III აპიირებდა მის
მრგვალი მაგიდის ორდენში 300-ზე მეტი რაინდის გაერთიანებას.

მიუხედავად ამისა მრავალ მოთხრობაში მრგვალი მაგიდის რაინდთა რაოდენობა შემოიფარგლება 12-ით, პლუს მეფე.ესაა იმიტაცია ქრისტესი ვინც მისი დაპატიმრების წინ უკანასკნელად შეკრიბა სუფრასთან თავისი მიმდევრები,
თორმეტი მოციქული: ესაა საიდუმლო სერობა, ესოდენ ხშირად გამოსახული მხატვრების მიერ. მრგვალი მაგიდა ასე გაიგივებულია საიდუმლო სერობის მაგი-
დასთან.

შეიძლება ითქვას რომ რაინდები ხშირად თამაშობდნენ. მაგრამ თა-
მაშში ჩართული იჯერებს ხოლმე. ასე იყო რაინდთა შემთხვევაშიც. დღესასწაულების დროს სინამდვილე და ოცნება, ზმანება, ისტორია და ლეგენდა შეიძლება შეერიოს ხოლმე ერთმანეთს. ამის კარგი მაგალითი იყო XIV საუკუნეში. ტევტონელ რაინდთა ორდენმა დაიპყრო პრუსია და ბალტიის ზღვის სანაპირო ტერიტორიები პოლონეთიდან ესტონეთამდე.მთელი XIV საუკუნის განმავლობაში ტევტონელები ებრძვიან წარმართ ლიტველებს. ესაა მუდამ განახლებული ომი,რომელიც ხდება ზამთარში როდესაც ჭაობები იყინება და გადაადგილება შესაძლებელი ხდება. ტევტონელი რაინდები დახმარებისთვის მიმართავენ ევროპელ წარჩინებულებს და მრავალი ინგლისელი,ფრანგი,გერმანელი რაინდი «მოგზაურობს პრუსიაში».

კამპანიის დასასრულს ევროპელი რაინდები მათ ფარებს მათი ღერბებით ამაგრებენ კიონიგსბერგის, დღევანდელი კალინინგრადის კათედრალის კედლებზე და შემდეგ ჩადიან პრუსიის დედაქალაქ მარიენბურგში. ტევტონელთა ორდენის დიდი მაგისტრი იღებს მათ და უშლის სუფრას. თვითონ ის ომში ყველაზე მეტად თავის გამომჩენ თორმეტ რაინდთან ერთად მიუჯდება « ღირსების სუფრას».
ესაა მეფე არტურის მრგვალი მაგიდის იმიტაცია. ყოველი ამ რაინდის სამოსს
დააკერებენ ქსოვილს წარწერით « ღირსება ამარცხებს ყველაფერს».

არც ინგლისის ედუარდ მესამე და არც ტევტონელთა ორდენის დიდი მაგისტრი არ ყოფილან გულუბრყვილო მეოცნებეები,მაგრამ ისინი ოცნებას უჩენდნენ რაინდებს. საპატიო, ღირსების სუფრაზე ახალი ლანსლოები,გოვენები თუ გალეჰოები ისხდნენ დიდი მაგისტრის, ახალი მეფე არტურის გვერდით

ეს მაშინ იყო, როგორც გრაალი,მიზანსცენა. მრგვალი მაგიდა ხელახლა გამოიგონეს 1223 წელს კვიპროსზე, აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის ბერძნულ კუნძულზე. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულის მიერ დაპყრობილი ეს კუნძული შემდეგ გადაიქცა სამეფოდ.კუნძულის ერთი მემამულის ორი ვაჟიშვილის რაინდად კურთხევის აღსანიშნავად მეწყო მრგვალი მაგიდის რაინდების თავგადასავალთა მიმბაძველი თამაშები. ცოტა მოგვიანებით ავსტრიელმა რაინდმა პოეტმა ულრიხ ლიხტენშტაინელმა მეფე არტურის რაინდების სახელები დაარქვა მასთან ერთად ერთტურნირში მონაწილე რაინდებს.

სამხედრო-სპორტული თამაშები და შერკინებები წარმოადგენენ რომანებით შთაგონებული ისტორიის ილუსტრაციებს. ყოველი მონაწილე რაინდი თავის თავს აიგივებს რომანის გმირთან და იღებს მის…წარმოსახვით ღერბს. თამაშობენ მანდილოსნებიც. დაწყებისთვის უცდიან დედოფალი გენივრას გამოჩენას, და ა.შ.

მაგრამ არც მეფე არტურიც დავიწყებიათ მთლიანად. მეფე არტურითა და მისი რაინდებით შთაგონებული რომანები გამდიდრდა ახალი თემებით და პერსონაჟებით (მაგ. ტრისტანის პერსონაჟით). მაგრამ მეფე არტურმა შეინარ-
ჩუნა თავისი ადგილი,თუმცა უფრო პატარა. ინგლისში 1470 წელს დაიწერა და 1485 წელს გამოიცა არტურული რომანის შედევრი, თომას მელორის მოთხრობა « არტურის სიკვდილი». არტურის თემაზე შემდეგ დაწერილი ყველა რომენი,თეატრალური პიესა,ოპერა, კომიქსები და ფილმები მოდის ამ რომანიდან. დაბოლოს მეფე არტური ჩანს XIV საუკუნის დასაწყისში გაჩენილ მითში ცხრა ვაჟკაცის შესახებ.

ცხრა ვაჟკაცი :

როლანდი, კარლოს დიდის ძმისშვილი ვაჟკაცია. ეს ნიშნავს იმასაც რომ ის ამავე დროს ერთგული და პატიოსანია. ცხრა ვაჟკაცი პირველად ახსენა ჟაკ დე ლონგიონმა 1312 წლამდე დაწერილ ტექსტში « ფარშავანგის აღთქმა»,რომელიც მან ჩართო თხზულებაში « ალექსანდრეს რომანი». ეს ნაწარმოები ყვება ალექსანდრე დიდის ცხოვრების შესახებ.

ამ თხზულებაში ავტორი რაინდობის მოდელებად ასახელებს ცხრა ვაჟკაცს. სამი ვაჟკაცი (ჯოზუე,დავითი და იუდა მაკაბეი) ეკუთვნის ბიბლიურ სამყაროს; სამი ვაჟკაცი ( ჰექტორი, ალექსანდრე დიდი და იულიუს კეისარი) წარ-
მართია; სამი ვაჟკაცი ( მეფე არტური, კარლოს დიდი და გოდფრუა დე ბუიონი) ქრისტიანია. მეფე არტური არის ნამდვილად ისტორიული პირები იულიუს კეისარის და კარლოს დიდის გვერდით. ჟაკ დე ლონგიონის აზრით მეფე არტური ისტორიული ფიგურაა და ის მას 9 ვაჟკაც შორის ასახელებს იმიტომ რომ მან მონ-სან-მიშელის მთაზე მოკლა საზარელი შემზარავი გიგანტი რუსტონი რომელმაც ტანისამოსი გაიკეთა მის მიერ დამარცხებული და დამორჩილებული მეფეების წვერებისგან.

ცხრა ვაჟკაცმა ხშირად შთააგონა XIV-XVI საუკუნეების ფარდაგების ოსტატები. საფრანგეთის გაგიჟებული მეფე კარლოს VI-ის ძმამ ჰერცოგმა ლიუდოვიკო ორლეანელმა ფერტე-მილონის თავისი დაუმთავრებელი ციხე-სასახლის ფასადზე მოათავსა 9 ვაჟკაცის ქანდაკებები და პოეტმა ესტაშ
დეშამპმა ბერტრან დუგესკლინი უყოყმანოდ გამოაცხადა მეათე ვაჟკაცად.

ყოველთვის არაა ადვილი რაინდობის წარმოსახვასა და წარმოსახვით რაინდობას შორის მოხვედრა. ისტორიკოსი არ უარყოფს რომანს,
ლეგენდას თუ მითს. ლანსლო არაა ისტორიული პერსონაჟი, მაგრამ კრეტიენ დე ტრუას მიერ ლანსლოს შეიარაღების და ტურნირზე მისი ბრძოლის აღწერა შეესაბამება ისტორიულ რეალობას.

საწინააღმდეგოდ ამისა არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი რასაც ჰყვება XII საუკუნის დასაწყისის ნორმანი ისტორიკოსი ორდერიკ ვიტალი. ბოემონდ ანტიოქელის ტყვეობის აღწერისას ის ისტორიას უზავებს გამონაგონს. ბოემონდი არის კარგად ცნობილი ისტორიული პირი, სამხრეთ იტალიაში დამკვიდრებული ნორმანი,
პირველი ჯვაროსნული ლაშქრეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის გახდა ანტიოქიის, ჯვაროსნების მიერ 1098 წელს, მაშ ერთი წლით ადრე იერუსალიმის დაპყრობამდე, სირიაში დაფუძნებული სახელმწიფოს მთავარი. ერთი ბრძოლის დროს ის დაატყვევეს და ტყვეობაში წაიყვანეს თურქებმა.ის 1103 წელს გაანთავისუფლეს თურქ მთავარ გიუმიუშ-ტეკინთან დაძაბულ მოლაპარაკებათა და და მისთვის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ.

ორდერიკ ვიტალი ყვება სულ სხვა ისტორიას. ბოემონდის განთავისუფლება-
ში ის რევს გიუმიუშტეკინის ასულ მელაზს რომელსაც თავდავიწყებით უყვარს ბოემონდი,რომელიც ღალატობს მამას და ქრისტიანად მოიქცევა. ბოლოს და ბოლოს გიუმიუშტეკინი აპატიებს ბოემონდს,ანთავისუფლებს მას და ცოლად აყოლებს თავის ქალიშვილს. ბოემონდს მიჰყავს მელაზი ანტიოქიაში მაგრამ არ ირთავს მას ცოლად. ჩვენს წინაშეა ღირსება, ვაჟკაცობა, გულუხვობა,
მანდილოსნის სამსახური. მაგრამ ორდერიკ ვიტალი უნდა დაბრუნებოდა ნამდვილ ისტორიას: საფრანგეთში დაბრუნებული ბოემონდი ცოლად ირთავს კონსტანცს, მეფე ლიუდოვიკო VI-ის ასულს.

თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

   tao1_128  

ყველას შეუძლია გახდეს მოქალაქე ჟურნალისტი. შეუერთდი ბლოგს და გამოაქვეყნე შენი ამბავი !