ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ სოფლებს დაანგრევენ

 

osetiე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს დაანგრევენ. თიბილოვის თქმით, ისინი არ აპირებენ ამ სოფლების აღდგენას, ხოლო, რადგანაც იქ არავინ იცხოვრებს და მიწა ტყუილად რომ არ მოცდეს, ნასახლარებს სამრეწველო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებენ. ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ინიციატივით სოფლებს გეოგრაფიულ სახელებსაც შეუცვლიან. ისინი, როგორც დასახლებული პუნქტები აღარ იარსებებენ და შესაბამისად მათი სახელწოდების შენარჩუნების აუცილებლობა აღარ იქნება- განაცხადა თიბილოვმა.
როგორც რუსული წყაროები წერენ, რუსულ-ქართული ომის შემდეგ, ცხინვალის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და მოსახლეობის ნაწილი, საგანგებოდ წვავდნენ ქართულ სახლებს , რათა საშმვიდობო მოლაპრაკების შემთხვევაში ქართველები ვერ დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში.

   

2 კომენტარი

  1. თეა

    გაუხმათ თავები

  2. დევნილი ხელისუფლება

    რა ელის წინ რუსს რომ იცოდეს, ამ არაადამიანობას ხელს არ მოაწერდა და დიდ ბოდიშს მოუხდიდა საქართველოს დამხობისას და გაპარტახებისათვის…

დაწერე რას ფიქრობ