პირველი სექს-შოფი თბილისში {2001 წ}
დილის გაზეთი 2001-03-08“აფროდიტეს” საღებავი შეასხეს
(კავკას-პრესი) უცნობმა ხულიგანმა თეთრი საღებავი შეასხა თბილისში პირველი სექსშოფ “აფროდიტეს” ვიტრინას. დილით სამსახურში მისულმა მაღაზიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ უცნობმა საღებავი განსაკუთრებული მონდომებით ვიტრინის იმ ნაწილს შეასხა, სადაც იდგა პანო, შიშველი ქალის ტორსით. ცნობილი არ არის, თუ რომელ მოძრაობას ან პარტიას ეკუთვნის ზნეობისათვის მებრძოლი ეს პირი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სექსშოფის გამოჩენას, სადაც შესვლა 1 ლარი ღირს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის აღშფოთება მოჰყვა. მაღაზიის თანამშრომელთა აზრით, ეს ან ეკლესიის რადიკალურად განწყობილ პირთა ნამოქმედარია, ან ადგილობრივი ხულიგნების.
ინტიმურ მაღაზიას პროტესტს უცხადებენ!
კარგია ეს თუ ცუდი? “დილის გაზეთმა” არ იცის ამ კითხვის პასუხი, ჩვენ შევიტყვეთ მხოლოდ ის, რომ ამ “შოფში” ყველაზე კარგად ვიბრატორიანი ასოები იყიდება
14 იანვრიდან თბილისში ფუნქციონირებს ინტიმური მაღაზია “აფროდიტე”. პირველი ასეთი მაღაზია 1994 წელს გაიხსნა და სამ დღეში დაიკეტა. “აფროდიტეს” არსებობამ აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოებისთვის ინტიმური მაღაზიები მიუღებელი და საჩოთირო თითქმის აღარ არის (თუ არ ჩავთვლით გუშინდელ შემთხვევას). მართლაც, მაღაზია “აფროდიტეს” მეპატრონის – ვლადიმერ მალანიას თქმით, იქ კლიენტი პირველი დღეებიდანვე მრავლად შევიდა და ბევრმა სასურველი ნივთიც შეიძინა. გაყიდვებიდან ჩანს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნილება ვიბრატორიან ასოებზეა, რომელთა ფასი 12-დან 235 ლარამდეა. დაბალფასიანები ჩინეთშია დამზადებული, უკეთესხარისხიანი ასოები კი ამერიკულია. გარდა ამისა, “აფროდიტეს” დახლებზე 250 დასახელების საქონელია. მათ შორის არის ქალის მეტად ეროტიკული საცვლები და, ეგრეთ წოდებული, გასაბერი ქალები.
მაღაზია “აფროდიტეს” გახსნამდე ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია -”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ასოციაცია” შეიქმნა. მისი მიზნები ქალსა და მამაკაცს შორის ჯანსაღი ურთიერთობების, მყარი ოჯახის შექმნის პოპულარიზაცია, მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნდობისა და გაცნობის ტელეფონებისა და გაცნობის კლუბის ორგანიზება, არარაციონალური ეროტიკული შინაარსის კინო-, ვიდეო- და საგაზეთო ნაწარმის გავრცელების კონტროლში მოქცევა და მეძავეობის (პროსტიტუციის) მიზეზების შესწავლაა. ამ კეთილშობილური მიზნების მქონე ასოციაციის დამფუძნებლები არიან პარლამენტარები – ვასილ მაღლაფერიძე, ელენე თევდორაძე, გურამ შარაძე, გულნარა შელია, კოტე კემულარია, ცნობილი მეცნიერები – არჩილ ხომასურიძე (ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი), გოგი ნანეიშვილი (ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი), შოთა ნადირაშვილი (ფსიქოლოგი, აკადემიკოსი), ომარ გოგიაშვილი (ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი), პალიკო კინტრაია (მეანობის, გინეკოლოგიისა და პერინატალური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავარი მეან-გინეკოლოგი), თამაზ ბუაჩიძე (ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი), აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე თემურ ლომსაძე, კინორეჟისორები გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი და თენგიზ მალანია და სხვები.
ასოციაციამ ხსენებული მიზნებიდან შედეგიანად ნდობის ტელეფონის (8-22-009-008) იდეა განახორციელა. სპეციალურ ნომერზე ადამიანები რეკავენ და მოპასუხისგან პირადულ პრობლემებზე რჩევებს იღებენ, ხოლო სექსუალური ფანტაზიებით მოჭარბებულები კი ალერსიან და ეროტიკულ, აღმგზნებ სიტყვებსაც ისმენენ. ასეთი ტელეფონი “ინტიმურ ტელეფონადაც” იწოდება და პრესაში მისი რეკლამაც იბეჭდება.
ინტიმურ ტელეფონს სწორედ ინტიმური მაღაზია-სალონი მოჰყვა და არა, ეგრეთ წოდებული, “სექს-შოფი”. ვლადიმერ მალანიას თქმით, ორივეგან კვალიფიცირებული მრჩევლები მუშაობენ და მათი გულახდილი, პირდაპირი საუბარი კლიენტს თავიდან ჯერ შოკში აგდებს, შემდეგ კი ყველანაირ კომპლექსს უხსნის. მართლაც, მაღაზიაში მომუშავენი კლიენტთან თავს თავისუფლად გრძნობენ. ვლადიმერ მალანიას თქმითვე, ინტიმური მაღაზია ბევრს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში შეუწყობს ხელს. მისი აზრით, ქალიშვილების გაუპატიურებაზე დაგეშილ მამაკაცს მოჭარბებული ემოციების დაცხრობა ხელოვნური ვაგინის მეშვეობით შეეძლება, ქალებს კი ვიბრატორ-მასაჟორი ასოები ეროგენული წერტილების მოძებნაში დაეხმარება. მაღაზიაში ბევრია სხვა ნახევრად სამედიცინო ნივთები. ასევე შესაბამისი შინაარსის ვიდეოკასეტები და ჟურნალ-გაზეთებიც, ნავარაუდევია თეთრეულის გამრავალფეროვნებაც. მაღაზიაში ჯერ მხოლოდ გერმანული და ჰოლანდიური ამაღელვებელი თეთრეულია გასაყიდად გამოტანილი. მასთან ერთად, მოსალოდნელია ახალი გასაბერი ქალების გამოჩენაც. ჯერჯერობით, მაღაზიამ, რომელშიც 16-წლამდე არ დაიშვებიან, კლიენტს 598 ლარად ლატაქსის მასალით დამზადებული ქალი შესთავაზა. ის აქ ყველაზე ძვირი ნივთია. მას ვენეტი ჰქვია. როგორც წესი, გასაბერ ქალებს სახელებს თავად დამამზადებლები არქმევენ, მაგრამ, ბუნებრივია, მათთვის სახელების გადარქმევაც შეიძლება.
მაღაზია “აფროდიტეს” კოლორიტად იქცა “იდეალური თოჯინა”, თუმცა, ის ვენეტივით სექსუალურ პარტნიორად არ გამოდგება. ვლადიმერ მალანიას თქმით, თოჯინას იდეალური იმიტომ ჰქვია, რომ თავში ლუდის კათხა აქვს ჩადებული. ამასთანავე, ის მამაკაცს არც უკბენს და ბევრი ლაპარაკით არც ყურებს გამოუჭედავს, რადგანაც მას კბილები არა აქვს. “იდეალური თოჯინა”, რომელიც სუვენირად უფრო გამოდგება, 72 ლარი ღირს.
ვლადიმერ მალანიას სურს, რომ ინტიმურმა მაღაზიამ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში ჯანსაღი ემოციები შეიტანოს. ამასთანავე, მისივე სურვილია, ბოლოს და ბოლოს, ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის ზღვარი საქართველოშიც გაივლოს, რომ ინტიმური მაღაზიები საჩოთირო აღარ იყოს.
“დილის გაზეთის” სურვილია, მკითხველმა ეს წერილი მაღაზიის რეკლამად არ ჩაგვითვალოს.
ავტორი: გოგა ჩანადირი
რა არის ახალი წარსულში?
◘ ეროვნება – ოდესელი….. 1990წ. ხელნაწერი
◘ ჟაკ დე ვიტრი შუა საუკუნეების ქართველებზე
◘ 1936 წ. ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას
◘ რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნები
◘ პირველი სექს-შოფი თბილისში {2001 წ}
◘ 1918 წელს გამოცემული სამთავრობო დადგენილება
◘ თეთრმა დათვმა მკვლევარები ალპინისტებად აქცია
◘ გაზეთი “კომუნისტი” 8 მაისს ბრძანება 1945 წლი
◘ 8 მარტი საბჭოურად 1986წ.















ხოდა გადავედით ყველანი ნძრევაზე აბა
საქართველოში მსგავსი “მაღაზიების” ადგილი არაა. საღებავის შესხმა ყველაზე ლოიალურ გამოვლინებად შეიძლება შეფასდეს მორწმუნის მხრიდან.
ყველაზე საშინელება ისაა, რომ ალბათ კლიენტურა ჰყავთ. აი, მყიდველი რომ არ ჰყავდეთ ავტომატურად დაიკეტებოდნენ.
ვერ ვხვდები, ასეთი სიბილწის არსებობა აქამდე რატომ არ იყო ცნობილი და შესაბამისი რეაგირება სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკლესიის მხირიდან რატომ არ მოჰყოლია?!