სამხრეთ კავკასიის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა

 

სამხრეთ კავკასია მიმდინარე მდგომარეობით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენს, სადაც გადაიკვეთება რუსული, ქართული, სომხური, თურქული, აზერბაიჯანული და ზოგადად დასავლური ინტერესები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ხოლო მეორე შემთხვევაში მთელ რიგ საკითხებში თანხვედრაში მოდიან ერთიმეორესთან.

პირველ რიგში აღსანიშნავია სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგოდერეფნის არსებობა. გარდა არსებული ენერგორესურსებისა, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ხვდება სამხრეთ კავკასია წარმოადგენს იმ პოტენციურ დერეფანსაც, რომელზეც შეიძლება გაიაროს ცენტრალური აზიისა და კასპიის აუზის ქვეყნებში არსებულმა რესურსებმა.

შემდგომში უნდა გამოვყოთ კავკასია, როგორც სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირების მაგისტრალი. ბაქო-თბილისი-ყარსისი რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს სამ ქვეყანას ერთმანეთთან (თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს) და შექმნის უნიკალურ საშუალებას რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს კავშირი ევროპულ ან აზიურ ქვეყნებთან. მეტიც, საგზაო მაგისტრალების მოწესრიგებამ და სასაზღვრო პუნქტების გამართვამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაახლოებას და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სწორედ სამხრეთ კავკაშიაში არის საშუალება ბიზნესისა და ვაჭრობის უფრო ღრმად გავითარებისა, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც ევროპული ისე აზიური ნაწარმის შემოტანისა და გაყიდვისაკენ. ისტორიულადაც სწორედ სამხრეთ კავკასია გახლდათ ის რეგიონი, რომელზეც გადიოდა აბრეშუმის გზა.

სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი და ალბათ უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა. სამხრეთ კავკასია მოიცავს როგორც შავ ზღვას, ისე კასპიის ზღვას, იგი უკავშირდება ირანს, კასპიის ზღვის გავლით ყაზახეთსა და თურქმენეთს, დიდი სახმელეთო და საზღვაო გზით რუსეთს, თურქეთს, შავი ზღვის მეშვეობით უკრაინას, ბულგარეთსა და რუმინეთს და ახერხებს ხმელთაშუა ზღვაში გასვლას. სამხრეთ კავკასია წარმაოდგენს უნიკალური მნიშვნელობის ადგილს, რომლიდანაც მოკლე დროში საჰაერო გზით მოხდეს კავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ავღანეთთან, ერაყთან და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან. შესაბამისად სამხრეთ კავკასია თავისი აქტუალურობის მიხედვით პრაქტიკულად ვერასდროს დაკარგავს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას.

გიორგი კობერიძე

   

დაწერე რას ფიქრობ