საყოველთაო დაზღვევა

1 წლის წინ ავტორი კატეგორია უკატეგორიო Tagged: , , , ,
 

“სექტემბრიდან ყველა თბილისელ პენსიონერს, 5 წლამდე ბავშვებსა და სტუდენტებს ერთი კომპანია დააზღვევს. ტენდერი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ მოიგო და მას თითო პოლისში სახელმწიფო 15,75 ლარს გადაუხდის, დაახლოებით 30%–ით მეტს, ვიდრე უმწეოთა დაზღვევის პოლისი ღირდა. „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, ნიკა რამიშვილის განცხადებით, ეს იყო ტენდერის პირველადი ტექნიკური დეტალი, ანუ ტენდერი მთლიანად არ დასრულებულა. 10 დღის ვადაში უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა განიხილოს ტენდერის შედეგები და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვლინდება გამარჯვებული. სამივე ლოტში მოიგო „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“. თავისთავად ცხადია, კონკურენცია იყო, ტენდერში სხვა კომპანიებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ რეალურად ის ფასი, რომელიც ამ კომპანიამ შესთავაზა, აღმოჩნდა ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი და კომპანიის დაინტერესება თბილისზე ძალიან დიდი იყო. აქედან გამომდინარე, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამარჯვებული ყოფილიყო.”

ტენდერი საბოლოოდ დასრულდა  და  საბოლოოდ გადაწყდა რომ არქიმედე დაზღვეულთა ამ უზარმაზარი რაოდენობის მზღვეველი იქნება.  შესაბამისად საქართველოში სულ 2.5 მილიონი კაცი იქნება დაზღვეული. სახელმწიფომ სამედიცინო მომსახურებაზე ფასების კატასტროფული ზრდას საყოველთაო დაზღვევით უპასუხა. აღსანიშნავია რომ სადაზღვევო პოლისი საკმაოდ ბევრ სამედიცინო მომსახურებას ანაზღაურებს:

•   სასწრაფო სამედიცინო დახმარება

•  კომპიუტერული ტომოგრაფია (ამაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო!)

•  გადაუდებელი და გემიური ამბულატორიული მომსახურება

•  გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება

•  გეგმიური ქირურგიული ოპერაციები

•  მედიკამენტოზური მკურნალობა

•  ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა

•  მშობიარობა (საკეისრო კვეთის ჩათვლით).

მომსახურების მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონულ პოლიკლინიკებში. აღსანიშნავია ისიც რომ მზღვეველი კომპანია არქიმედე საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ასე რომ  სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ჯანდაცვის კუთხით, ქვეყანაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

   tao1_128  

The author didnt add any Information to his profile yet

  • Published: 1 posts