სახალხო დამცველი ქუთაისში
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა. ტუღუში არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებს 2012 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ გამოქვეყნებულ წლიური ანგარიშის შესახებ ესაუბრა.“არ გვინდა, რომ ჩვენი საქმიანობა კონცენტრირებული იყოს მხოლოდ დედაქალაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ადგილობრივი ენჯეოებისა და მედიის შეფასებიბი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. ქუთისში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონული ოფისი და დიდ ყურადღებას ვანიჭებთ აქ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას“-განაცხადა ტუღუშმა.
სახალხო დამცველმა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ცნობილია 2012 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ აღნიშნულ საპყრობილესა და იქ არსებულ მძიმე ვითარებას ეთმობა.
„პატიმრებთან მოპყრობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ ქუთაისის #2 საპყრობილეშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არნიშნული საპატიმრო სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოხვდა. 2009 წელსაც ჩვენ მას დიდი ყურადღება დავუთმეთ. ამის შემდეგ ვითარება გამკაცრებული რეჯიმის ფონზე ოდნავ გამოსწორდა. ყველაზე მეტად ის გვაეჭვებს, რომ პატიმრები ნაკლებად საუბრობენ საპატიმროში არსებულ პრობლემებზე. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიებაც“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარისას.სახალხო დამცველი დღესვე ქუთაისელ სტუდენტებსაც შეხვდება, მოგვიანებით კი ანალოგიურ შეხვედრას ბათუმში გამართავს.













