უფასო Wi-Fi ძაღლების ექსკრემენტების სანაცვლოდ
მეხიკოს პარკებში ერთდროულად რამოდენიმე უცნაური აპარატი გამოჩნდა. შინაური ცხოველების მფლობელებს, განსაკუთრებით კი ძაღლების მეპატრონეებს, შეუძლიათ აპარატის მეშვეობით მათი ცხოველების მიერ პარკებში და სასეირნო ადგილებზე დატოვებული ექსკრემენტები გადაცვალონ უფასო Wi-Fi-ში.მოწყობილობის მწარმოებელი კომპანია თავის ვიდეო რეკლამიდან გვარწმუნებს, რომ მოწყობილობაში ჩადებული მხოლოდ 70 გრამი „ნარჩენით“ შესაძლებელია მივიღოთ 20 წუთი უფასო ინტერნეტი.
„მეტი ძაღლი – მეტი უფასო წუთები“ – აცხადებენ პროგრამის ხელმძღვანელები.
აპარატი შედგება სამი სხვადასხვა ფერის კონტეინერისგან, რომელშიც უნდა მოათავსოთ პაკეტით „ნარჩენები“. გვერდით ეკრანზე კი განთავსებულია მონიტორი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ პაკეტის წონა და მიღებული წუთების რაოდენობა.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სისუფთავის დაცვისთვის ბრძოლა მეხიკოში ადრეც აქტიურად მიმდინარეობდა და ძაღლების „ნარჩენებისთვის“ პარკებში სპეციალურად იყო გამოყოფილი კონტეინერები იდგა. თუმცა პრობლემასთან ასე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით ბრძოლა აქამდე არ მიმდინარეობდა.
პროგრამის ავტორების განცხადებით პარკებში უამრავი შიანური ცხოველის მეპატრონე იყრის თავს, განსაკუთრებით დასვენების დღეებში. ახალი აპარატები კი შეძლებენ დაიცვან პარკები დაბინძურებისგან და თან ძაღლების მეპატრონეები უფასო ინტერნეტით უზრუნველყონ.














