ქართული ოცნების რუსული პოზიცია?

 

გადაცემში “მძიმე კაცთან” (news.ge/tv) მიწვეულმა სტუმარმა, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ კბილაშვილმა კითხვაზე თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს? უპასუხა “მე ექსპერტი არ ვარ, ამ საკითხის შესწავლა არ მიწარმოებია”.
მომდევნო კითხვაზე – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? მან უპასუხა, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილია. ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვის მიიჩნევდა საქართველოს მთავარ საგარეო მტრად განაცხადა, რომ უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგანაც საგარეო ურთერთობების კუთხით ექსპერტი არ არის.

   

1 კომენტარი

  1. გოჩა

    ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ასეთ რაღაცეებს აცხადებს მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება… აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ნებისმიერმა უნდა გასცეს, ვინაიდან ეს კონკრეტული პოლიტიკური გუნდის პოზიციას განსაზღვრავს… სავსებით ნათელია, რომ იგი რუსეთს ოკუპანტად არ მოიხსენიებს, გრდა ამისა ომის დაწყებასაც საქართველოს ადანაშაულებს.. და განსაკუთრებით ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით შეპყრობილ ადამიანს თუ გათვითცნობიერებული არ აქვს თუ ვინ არის საქართველოს გარე და დაუძინებელი მტერი, საერთოდ რას ერჩის საკუთარ სამშობლოს იჯდეს ბუხართან და ეთაშამოს ნაკვერჩხლებს…

დაწერე რას ფიქრობ