ყველაზე სასაცილო ამერიკული კანონების ტოპ ათეული
სუპერ სახელმწიფო ამერიკა ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემით ხელმძღვანელობს. მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოს რამდენიმე მეტისმეტად სულელური კანონი გააჩნია.
1. ნიუ-ორკი
ნიუ-ორკში მკაცრად აკრძალულია მრავალსართულიანი შენობიდან გადმოხტომა. კანონდამრღვევს გადარჩენის შემთხვევაში განაჩენი ელოდება.
2. კალიფორნია
კალიფორნიელებს ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ. აქ სათაგურის დასადგამად სპეციალური ნებართვა და ლიცენზიაა საჭირო.
3. ოჰაიო
ოჰაიოს შტატში სასტიკად აკრძალულია საზოგადოებრივ საპირფარეშოებში სათამაშო აპარატების დადგმა.
4.დაკოტა
ჩრდილოეთ დაკოტაში მკაცრად აკრძალულია ბათინკებისამარა ძილი.
5. ტეხასი
ტეხასის შტატში აკრძალულია ბიზონებზე ნადირობა, სასტუმროს მეორე სართულიდან.
6. ალაბამა
ალაბამას შტათში კანონით ისჯება ავტომობილის მართვა ავხეული თვალებით.
7. აიდაჰო
აიდაჰოს შტატში არავის არააქვს უფლება ითევზაოს აქლემზე შემჯდარმა.
8. ფლორიდა
ფლორიდის შტატის ქალაქ პენსაკოლას ყველა მცხოვრები ვალდებულია სახლიდან გასვლის შემთხვევაში თან იქონიოს 10 ა.შ.შ დოლარი.
9. ნებრასკა
ნებრასკას შტატში აკრძალულია ვეშაპებზე ნადირობა მიუხედავად იმისა, რომ აქ ზღვა არასოდეს ყოფილა .
10. ნევადა
ნევადას შტატის ტერიტორიაზე ნებადართულია იმ იარაღის უკანონოდ ტარება, რომელიც არ არის რეგისტრირებული ამ შტატის პოლიციაში.













