შსს-ს არქივიდან – საქმე #46

   

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, საქმე #46 ქართველი მედდა თინა ბალანჩივაძე. მისი სიცოცხლე წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტალის კომენდატმა, გერმანელმა ფელდფებელმა არტურ ციცკემ იხსნა. არტურ ციცკეს ქართველი ტყვე ქალის მიმართ თავიდანვე გრძნობა გაუჩნდა, არც თინა ყოფილა მის მიმართ გულგრილი.

გარეგნობით ებრაელს მიმსგავსებული თინა, ეროვნული ნიშნით სიკვდილმისჯილ ებრაელებთან ერთად ჰოსპიტალის სარდაფში ჩაიყვანეს და ის-ის იყო განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, რომ მისი სიცოცხლე არტურ ციცკემ იხსნა…1942 წლის აგვისტოში თინა ბალანჩივაძე საცხოვრებლად სატრფოსთან გადავიდა. სიცოცხლით ტკბობის საფასურად გესტაპოს აგენტი თინა ბალანჩივაძე იძულებული გახდა 6 საბჭოთა კომუნისტის შესახებ მიეწოდებინა ცნობები გერმანელებისთვის.
რამდენიმე თვეში კი ციცკე ასაკის გამო არმიიდან საერთოდ გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნება უბრძანეს.

საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებთან საუბრისას თინა ბალანჩივაძე იხსენებს: “წასვლის წინ შემომთავაზა თავისთან ერთად გამგზავრება. მე მივიღე მისი წინადადება, რადგან მიყვარდა “.სულ მალე თინამ შეიტყო რომ ფეხმძიმედ იყო . ბერლინთან ახლოს, შპანდაუს რაიონის სამოქალაქო მედპუნქტში. 1945 წლის 2 მარტს ქვეყანას თინას და არტურის სიყვარულის ნაყოფი მოევლინა. გოგონას როზმარი-თამარი დაარქვეს და წმინდა მარიას სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს.ციცკე ცოლ-შვილთან გადავიდა საცხოვრებლად და გერმანიაში დისლოცირებულ ინგლისის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დაიწყო მუშაობა.ომიც დამთავრდა. თინას სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრიც არ გაუვლია, რადგან საყვარელ ქმარ-შვილთან თავს ბედნიერად გრძნობდა. მისთვის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ ერთი პირობით იყო მისაღები, თუ ციცკესთან ერთად გამგზავრების უფლებას მისცემდნენ. ასეთ რამ კი ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. მეტიც, ომში გამარჯვებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ “მტრულად განწყობილი ელემენტების” გამოაშკარავება დაიწყო.
ქართველი მედდაც საბჭოთა მტრების სიაში აღმოჩნდა. 1946 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბერლინის ცენტრალური სამხედრო კომენდატურის კონტრდაზვერვის განყოფილებისა და ბერლინის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #136 თინათინ ივანეს ასული ბალანჩივაძის მიმართ.
14 ოქტომბერს თინა დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 58-1ბ მუხლით. დაპატიმრების შესახებ დადგენილებაში ნათქვამია: “1943 წელს თინა ბალანჩივაძე ნებაყოფლობით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც განაგრძობდა ცხოვრებას გერმანელ ციცკესთან ერთად. წითელი არმიის ნაწილების გერმანიაში ჩასვლისას თავი აარიდა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, რითაც გაცვალა საბჭოთა სამშობლო”.ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა გერმანული პასპორტი, ცნობა პოლიციიდან ბერლინში ჩაწერის შესახებ, ექიმის ცნობა, გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლების ცნობა, შვილის დაბადების მოწმობა და სხვა აუცილებელი დოკუმენტი.
1946 წლის 24 დეკემბერს ბერლინის გარნიზონის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით თინა ბალანჩივაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
1948 წლის 10 ივნისს ის, როგორც განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დამნაშავე სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირის სპეციალურ ბანაკში, ტაიგაში, სადაც უმძიმესი სამუშაოს შესრულება უხდებოდა.

   

2 კომენტარი

  1. Ivelina

    და მერე რა დაემართა?  დაბრუნდა იქედან თუ გარდაიცვალა?

  2. ძვირფასი გერმანელი შეიყვარა და საზიზღარი რუსები გასცა.ლოგიკურია
    არ მესმის თქვენ რას ფიქრობთ! გამოქლიავდები!!! да пошли вы………..!!!Ё!!!!1

დაწერე რას ფიქრობ