ციხეში ისევ ძველი ,,ქურდული სამყარო” დაბრუნდა

1 წლის წინ ავტორი კატეგორია ახალი ამბავი
 

1 აპრილი 2013 წელი
ელენე თევდორაძე “მაქვს ინფორმაცია, რომ ციხეში ისევ, ძველი ,,ქურდული სამყარო” დაბრუნდა. რაც ძალიან ცუდია. ციხეში ქურდული რეჟიმის აღმოსაფხვრელად წინა მთავრობამ ბევრი იშრომა და ერთი ხელის მოსმით, ამის განადგურება არ შეიძლება. ბევრი უარყიფითი ფაქტები ხდებოდა ციხეში, მაგრამ ის რაც კარგი გაკეთდა, უნდა შეენარჩუნებინა ახლანდელ მთავრობას. ”

19 მარტი 2013 წელი
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის თქმით, გლდანის ციხის გარკვეულ ნაწილს ე.წ. “მაყურებლები” აკონტროლებენ.

8 თებერვალი 2013 წელი

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რუსთავის #16 დაწესებულებაში არეულობა ე.წ. მაყურებლების გამოწვეულია. სუბარის თქმით, მათ დიდი ხნის წინ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ და სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში არეულობა მზადდებოდა. მინისტრის ინფორმაციით, ციხეში დიდი რაოდენობით ტელეფონები და აკრძალული ნივთები ჰქონდათ შეტანილი, რათა ასეთ შემთხვევაში გამოეყენებინათ.

31 ოქტომბერი 2012 წელი

იმ დროისთვის სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულების ახლად დანიშნულმა დირექტორმა ლევან აბურჯანიამ უარყო პატიმრების ინფორმაცია, თითქოს ციხის ეკლესია დაიკეტა. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, თითქოს საპატიმროში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმება.
ციხის დირექტორი პატიმრების განცხადებებს ე.წ. მაყურებლების სურვილს უკავშირებს, რომელთა ციხეში “ქურდული” მმართველობის დამყარება სურთ.”

   tao1_128  

ყველას შეუძლია გახდეს მოქალაქე ჟურნალისტი. შეუერთდი ბლოგს და გამოაქვეყნე შენი ამბავი !