როგორ დავწერო ამბავი, რომლის თვითმხილველიც გავხდი ?

   


რამდენიმე რჩევა დამწყებთათვის, თუ რა უნდა გაითვალისწინონ იმ ამბის აღწერისას რომლის თვითმხილველნიც იყვნენ.

1. მხოლოდ ფაქტები. ჩაებღაუჭე იმ ამბავს , რასაც აკვირდები და როცა დაწერ არასდროს შეალამაზო ფაქტები, არ  გააზვიადო დეტალები. გახსოვდეს, რომ შენ შენი მკითხველის თვალი და ყური ხარ .

2.ისიც გახსოვდეს, რომ ნოველას არ წერ! შენ ატყობინებ ამბავს, რომლის თვითმხილველიც გახდი. ყველაფერი დაწერე  ისე,  როგორც  რეალურად მოხდა.

3 .თუ მოგიწია ვინმეს სიტყვების ციტირება არ დაამატო საკუთარი სიტყვები.

4. შეიძლება გაგიჩნდეს თანაგრძნობა (სიმპატია) რომელიმე ადამიანის მისამართით ან იმ ადამიანის მიმართ ვისგანაც იღებ ინტერვიუს. არ გახდე მხარე !

5. პლაგიატიზმი – ეს ზარმაცი მოქალაქე ჟურნალისტის მარკაა.

6. მკითხველის მოსატყუებლად არასდროს შეცვალო ან შეასწორო ფოტო, ვიდეო მასალა და სხვა ფაქტები.

7. ამბის დაწერისას არ გამოიყენო ისეთი სიტყვები, რომლის მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის.

   

2 კომენტარი

  1. რთული სიმართლე დგეს პოლიტიკა საქართველოში არის შიშველი. შიშველია და მთელი თავისი სიბინძურით არის წარმოდგენილი ჩვენს წინაშე. ამას ხედავს ხალხი და დღითი დღე კარგავს იმედს, მომავლის იმედს. ვფიქრობ ამ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადმიანებმა დაიწყონ აზროვნება, ფიქრი იმაზე თუ რა არის ის რაც ასე ძლიერ გვსურს. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ძალადობა, არ გვინდა სიღარიბე, არ გვინდა უკანონო პატიმრები, არ გვინდა თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე კონკრეტული გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება? ისეთი როგორიც სხვა განვითარევულ ქვეყნებშია? მაგრამ არ გვინდა უყურებდეთ 16 წლის გოგონებს როგორ ახდენენ თავიანთ არატრადიციული ორიენტაციის დემონსტრირებას პირდაპირ ეთერში. არ გვინდა გეი პარადი ჩვენს ქალაქებცში. არადა გვინდა ეს კარგი ცხოვრება სადღაც საქართველოს ფარგლებს გარეთ რომ არის. ჩემი აზრით ის რაც დგეს ქართველ ხალხს უნდა თითოეულ ჩვენთაგანში ძალიან ღრმად დევს. ის რაც ჩვენ გვინდა კოდივით დევს ქართველ ადმიანში და ბოლოს ის რაც ქათველ ხალხს უნდა, ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები არც საპაერლამენტო არჩევნები, არც რევოლუციები, ის რაც ქართველ ხალხს უნდა ეს არის რწმენა! რწმენა არა პოლიტიკისა ან პოლიტიკოსების, არამედ რწმენა უფლის. აი ეს გვინდა და გვჩჭირდება დგეს ყველაზე მეტად. ის რაც დგეს ხვდება მე ვფიქრობ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, იქამდე გაგრძელდება სანამ ხალხი არ მიხვდება რომ პოლიტიკაში არ არის ის რაც ჩვენ გვჭირდება. აი ეს არის მარტივი ჭეშმარიტება რაც მინდოდა მეთქვა, თუმცა სათაური ალბათ …რთული სიმართლე გამოდგება..

    • eliso

      ამ თემასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს აქვს შესანიშნავი პოემა “განდეგილი”. 

დაწერე რას ფიქრობ