აქციაზე შეგზავნილი პროვოკატორი 23.05სთ. 23.05.2011

   

დღეს დაახლოებით 8 საათზე ტრიბუნასთან ახლოს ჩოჩქოლი ატყდა. როგორც გაირკვა მიზეზი იყო შეგზავნილი პროვოკატორი, რომელიც სცემეს, ალყა შემოარტყეს და ოპერატიულად აიყვანეს ტრიბუნაზე. როგორც ერთმა ლიდერმა განაცხადა პირად საუბარში პროვოკატორისთვის უკითხავთ საიდან ხარო რაჭიდანო, ხოლო პირადობაში რომელიც ჩამოურთმევიათ თბილისი ეწერა. პროვოკატორი გადაიყვანეს ყუთების უკან რათა კამერებს არ გადაეღოთ, სადაც მას ჩამოართვეს მობილური. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იგი დაკითხეს სხვადასხვა ლიდერებმა ლუკა კურტანიძის ჩათვლით. ამ დროს გია ბურჯანაძე ვრცელი სიტყვით ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას. როგორც ხალხში ხმები გავრცელდა ეს ადამიანი მაპროვოცირებელ განცხადებებს აკეთება რათა შემდგომ ხალხს ეცემა, ხოლო ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ვიღაცისთვის უნდოდა წამლის ჯიბეში ჩადება. მოულოდნელად მუყაოს ყუთების უკნიდან პროვოკატორი გამოიყვანეს და დაცვის თანხლებით სირბილით ჩაიყვანეს ზოოპარკისკენ. ჩასვეს ტაქვსში, გადაუხადეს ტაქსის ფული და გაუშვეს. როგორც აღმოჩნდა შსს-ს შეგზანილი პროვოკატორი ერთი რიგითი ლოთი იყო.


   

2 კომენტარი

  1. გიფიქრიათ, რომ შეურაცხყოფას აყენებთ ამ ადამიანს, როცა უწოდებთ “რიგით ლოთს”? + მის ფოტოს დებთ?
    აქციის მონაწილეებს ყველგან რომ პროვოკატორები ელანდებათ, იქნებ ამ ადამიანმა კითხვა ისე გაიგო, რომ საიდან არის წარმოშობით?
    ამის გამო უნდა სცემონ?

  2. ჩაცუცქვა ლამის ოპოზიციონერების ამოსაცნობ ნიშნად იქცეს. :)

დაწერე რას ფიქრობ