ერესი CSG-ში

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი კავკასიის უნივერსიტეტი, რომელსაც ჰყავდა რვა შვილობილი. აქედან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავისი ნოვატორულობით, შრომისმოყვარეობით, მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, იყო სახელმწიფო მართვის სკოლა. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება იმ ძირითად მიზეზებს, რის გამოც ეს სკოლა ერთადერთი და შეუცვლელია.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ სახელმწიფო მართვის სკოლას ყოველთვის განსაკუთრებული ანტურაჟი ჰყავდა, მათ შორის კი იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არამხოლოდ სწავლობდნენ ამ ფაკულტეტზე, არამედ ცხოვრობდნენ მისით, რაც დამეთანხმებით, დღეს, დიდი იშვიათობაა. ეს კი ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც სტუდენტების უმრავლესობისთვის გადამწვეტი მნიშვნელობა, მხოლოდ კურსიდან კურსზე გადასვლას და საგნის ჩატოვების პრევენციას ენიჭებოდა. სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებში შეინიშნებოდა ორი განსაკუთრებული სიმპტომი, სიღრმეებში წვდომის დაუოკებელი სურვილი და მწერლის სადარი შრომისმოყვარეობისაკენ მიდრეკილება.

ფილანთროპმა მკითხველმა, რომელიც დროის დახარჯვის სანაცვლოდ, არაფერს ელის, შეიძლება იფიქროს, რომ კითხულობს ერთ-ერთ რიგით ბლოგ-პოსტს, სადაც განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მომიწევს იმედები გაგიცრუოთ. ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მოვლენები, ბარე ორი წელია, რაც მიმდინარეობს. პირველი გაბრწინება 2010წელს დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო მართვის ბავშვების ინიციატორობით ჩამოყალიბდა „კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასი“. ამ პროექტის ხორცშესხმაში ლომის წილი მოდის ელ-გუჯა(როგორც ბ-ნი ბესერიონ ბოხაშვილი იტყოდა) ლორთქიფანიძესა და ნიკოლოზ მტარვალ პერკინზე.  წლის ბოლოს, კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა „მკურნალი სიყვარული“, რომელმაც დიდი მოწონება და რეზონანსი ჰპოვა მთელი უნივერსიტეტის მაშტაბით(დაინტერესების შემთხვევაში, სპექტაკლის სრული ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ აქ, http://www.youtube.com/watch?v=HuRGyVzOSsA).

ო, როგორ გეკადრება ძვირფასო მკითხველო, სულ ეს ნამდვილად არაა. წელს, კვლავ გამოანათა სახელმწიფო მართვის სკოლამ ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით. 2011წელს ჩვენს სკოლაში ისტრორიული მნიშვნდელობის მქონე წამოწყებას ჩაეყარა საძირკველი, დაფუძნდა ლიტ. კლუბი „დიდი აფეთქება“(Big Bang). სტუდენტთა ერთმა პატარა ჯგუფმა მოახერხა და უნივერსიტეტის არქივი რამდენიმე გამორჩეული საღამოთი გაამდიდრა.

ორგანიზატორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა შინაგანაწესი, პოსტერი, ფეიჯი ფბ-ზე(იხ. https://www.facebook.com/pages/Big-Bang/325044234227366), სპეციალური კითხვარები, დაკომპლექტდა გუნდი, რომელსაც უნდა ეტვირთა, კვირაში ერთხელ სასიამოვნო საღამოს ჩატარების პასუხისმგებლობა. ყოვლად დაუშვებელია, არ ვახსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ეგზომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შესძლეს და მთელი წლის განმავლობაში კლუბის ფუნქციონირების სადარაჯოზე იდგნენ. ესენი არიან, თამაზ თორდია – სხვა სიტყვებით, სინოპელი დიოგენე, ნიკა ართმელაძე – იგივე ალფონსი და თავად ბოჰემა, გიორგი ჯამაგიძე – კეთილშობილი, ვითარაცა სახურავზე მობინადრე კარლსონი, გუჯიტო – ყველგანმავალი და ყველგანმყოფი(შენიშვნა ავტორისგან: თუ დაუკვირდებით, ამ სტატიაშიც კი ორჯერ იქნა ნახსენები), გვანცა ბარამიძესა და თამთა თევზაძის ლეგენდარული ტანდემი, იგივე ტყუპი სირინოზი, მარიამ ოქრუაშვილი – ქალი მისტიკა და ეზოთერიკა, სოფო კიკუაშვილი -  ადამიანი კოკა-კოლა და სოლიდარობის ხილული განსახიერება, სალი ავალიშილი – ქალი მზერა, ქალი გორგონა მედუზა და ბოლოს, ვინმე ლუკა ეხვაია(?).

ინიციატორ-დამფუძნებელთა გარდა მინდა ორიოდე აქტიური წევრიც ვახსენო, რომლებსაც ჩემს ე.წ. „საფიქრელაში“ საპატიო ადგილი უკავიათ, ნინო ქობალია – გოგონა ფრონაუნსი და ჟღერადობა(მისი Obsessed თუ არ მოგისმენიათ, რაა მამული), მარიამ ხარებავა – ერთი სული ქურდი ხომ უნდა იყოს ოჯახში, ე.წ. მაყურებელი, ივა ძნელაძე – ადამიანი ტაქტი და ადამიანი ადამიანი, ვიკა სიჭინავა – ქალი მერლინი, არა მენსონი, არამედ მონრო,  ოთო და ნათია, მოდერნისტული ტრისტანი და იზოლდა და ა.შ.(ა.შ.-ში ვინც შევიდა, კი არ უნდა დაიბოღმოს და გაიბეროს, არამედ გააქტიურდეს და თავი დაგვამახსოვროს)

კლუბის დაარსება, არ იყო ერთი უბრალო პროექტის სისრულეში მოყვანა, ეს იყო ერთგვარი მშვიდობიანი პროტესტი, მიმართული მკაცრი ბიუროკრატიისა და ერთფეროვნების წინააღმდეგ. შეხვედრაზე მყოფებს, ყოველთვის დაახლოებით ისეთივე განცდა გვეუფლებოდა, როგორიც ფრანც კაფკას „გარდასახვის“ მთავარ პერსონაჟს, გრეგორი ზამზას. თითოეული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენ, აღარ ვიყავით ისეთები, როგორებიც შესვლის მომენტში, ისეთები, როგორიც დერეფნებში მოსიარულე სტუდენტები, თითქოს ახალ მწვერვალებს ვიპყრობდით და სხვა განზომილებებში გადაავადგილდებოდით. რატომღაც მგონია, რომ „Big Bang“-ის პოლტერგეისტი კიდევ დიდ ხანს არ მოასვნებეს კავკასიის უნივერსიტეტის კედლებს.

პ.ს. მინდა სიტუაციით ვისარგებლო და სპეციალური მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ოთხ გამორჩეულ სტუმარს: ლევან ბერძენიშვილს, ზურაბ მარშანიას, ერეკლე დეისაძეს და პაატა შამუგიას.

Lucius Gregson Ekhvaia

 

   

დაწერე რას ფიქრობ