iReporter.ge & თქვენი წარმატებები
მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთი თვეა რაც საიტი გავუშვით, თქვენს მიერ დაწერილი სტატიების წყალობით უკვე 2 კარგი საქმე გაკეთდა:პირველი ამბავი ეხება მეტეხის ტაძარზე დამოტაჟებულ “ზიმა-ლეტას” მეტეხის ტაძარს “ზიმა–ლეტა” დაამშვენებს? , რომელიც ავტორის თქმით ტაძარს, როგორც ისტორიულ ძეგლს უქმნიდა საფრთხეს. ინფორმაცია მიეწოდა ნიკა ვაჩეიშვილის დეპარტამენტს. ისინი სწრაფად შეუდგნენ საქმის შესწავლას. როგორც გვითხრეს თავად ტაძრის მღვდელ-მსახურნიც გაგებით მოეკიდნენ ამ ამბავს,განაცხადეს რომ მოძებნიდნენ გათბობის სხვა საშუალებას და სტატიის გამოქვეყნებიდან 1 კვირაში “ზიმა-ლეტა” ჩამოიხსნა.
მეორე ამბავი ეხება სტატიას რა დაგიშავათ ფიროსმანმა ? SOS ! საუბარია იმ კიბისქვეშა სათავსოზე, სადაც ფიროსმანმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. ეს ადგილი სახლ-მუზეუმადაა გადაკეთებული, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ ეს ინფორმაცია წინა თვეს მივაწოდეთ კულტურის სამინისტროს. გუშინ შემდეგი შინაარსის წერილი მივიღეთ მათგან “დიდი მადლობა ესეთი ინტერესისთვის!ჩვენ საკმაოდ ბევრი ძეგლი თუ მუზეუმი აგვადგინეთ,სამწუხაროდ 2009-2010 წლების რეკონსტრუქციებში ფიროსმანის სახლ-მუზეუმი გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხვდა, გპირდებით, რომ 2011 წელს ჩვენ ამას გამოვასწორებთ!!!“
ჩვენ ამ საიტზე არა მხოლოდ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ვიცავთ, არამედ ავტორის ანონიმურობასაც. ამიტომ არ ვიცი ამ 2 სტატიის ავტორი ვინაა. ვულოცავთ მათ, ყველა სტატიის ავტორს და მათ ვინც ახელი მედიის ამ უნიკალური პროექტს უდგას გვერდით.














ძალიან კარგი =))))